მესი ხირონას ფეხბურთელს: "სიტიდან ხარ მოსული? რამდენი წლის ხარ?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი ხირონას ფეხბურთელს: "სიტიდან ხარ მოსული? რამდენი წლის ხარ?"


მესი ხირონას ფეხბურთელს:

გუშინ, "ბარსელონა" სტუმრად "ხირონას" შეხვდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ლიონელ მესის მთელი მატჩის განმავლობაში ესპანელი მცველი პაბლო მაფეო მეთვალყურეობდა, რომლითაც არგენტინელი დაინტერესდა.

20 წლის მცველმა მატჩის შემდეგ ლეოზე ისაუბრა: "შეხვედრის მიმდინარეობის დროს მესიმ მკითხა "მანჩესტერ სიტიდან" ვიყავი, თუ არა განათხოვრებული. ასევე, ის ჩემი ასაკით დაინტერესდა."

არ არის გამორიცხული, რომ მესი "ბარსელონასთვის" სკაუტის მოვალეობას ასრულებდეს და ახალ ფეხბურთელს ეძებდეს, დაცვის ხაზისთვის.

გაცნობებთ, რომ მაფეო "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა, რომელიც მეორე წელია განათხოვრებულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები