როგორია რონალდუს სტატისტიკა ლა ლიგაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორია რონალდუს სტატისტიკა ლა ლიგაში?


როგორია რონალდუს სტატისტიკა ლა ლიგაში?

ესპანეთის სუპერთასის მატჩში რონალდუმ მსაჯს ხელი ჰკრა, რის გამოც 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

პორტუგალიელმა ლა ლიგის სტარტი სრულიად გამოტოვა, რამაც "რეალი" აზარალა.

MARCA კრიშტიანუს სტატისტიკას აქვეყნებს.

ლა ლიგაში პორტუგალიელმა 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილოება, 180 წუთი ითამაშა და მეტოქის კარისკენ ზუსტად 20-ჯერ დაარტყა.

აღსანიშნავია, რომ 20 დარტყმიდან რონალდუმ ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო. მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

ამრიგად, 2017-2018 წლების ლა ლიგის სეზონში კრიშტიანუს ჯერ გოლი არ აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები