მონტელა: "მილანის თამაში სამპდორიასთან არ მომეწონა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "მილანის თამაში სამპდორიასთან არ მომეწონა"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში გამართული შეხვედრის შემდეგ თავისი გუნდი გააკრიტიკა.

"ჩემი გუნდის თამაში საერთოდ არ მომეწონა. ჩვენ წარმატების მიღწევის შანსი ხელიდან არ გაგვიშვია, ასე რომ, თამაში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ "სამპდორიას" კარისკენ არა ერთი იერიში მივიტანეთ, შეხვედრის შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

დღეს ცუდად ვითამაშეთ. ჩვენ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ. გუნდში უამრავი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ "მილანი" უფრო წარმატებული გახადონ", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" დღეს იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად, "სამპდორიასთან" 2:0 წააგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები