ზიდანი: "სებალოსი მხოლოდ იმიტომ არ მომეწონა, რომ 2 გოლი გაიტანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "სებალოსი მხოლოდ იმიტომ არ მომეწონა, რომ 2 გოლი გაიტანა"


ზიდანი:
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ამავე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, დანი სებალოსი შეაქო.

სებალოსმა ლა ლიგის გასულ ტურში, "ალავესთან" დუბლი გაიფორმა და "რეალს" 2:1 მოაგებინა.

"კმაყოფილი ვარ სებალოსის თამაშით და ბედნიერი ვარ, რომ ის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ უკვე მზადაა.

სებალოსის თამაში მხოლოდ იმიტომ არ მომეწონა, რომ ორი გოლი გაიტანა. ის მთელი მატჩი აქტიური იყო. იმედია, ასე გააგრძელებს", - აცხადებს ზიდანი.

ცნობისთვის, "ალავესთან" შეხვედრაში, სებალოსის პასები 92% ზუსტი გამოდგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები