გვარდიოლა სანეზე: "როცა ის სიტიში კატასტროფულად თამაშობდა, ცოტა დროს ვაძლევდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა სანეზე: "როცა ის სიტიში კატასტროფულად თამაშობდა, ცოტა დროს ვაძლევდი"


გვარდიოლა სანეზე:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გერმანელი შემტევის, ლეროი სანეს პროგრესით კმაყოფილია.

"როცა სანე სიტიში კატასტროფულად თამაშობდა, ნაკლებ დროს ვაძლევდი, პირდაპირ ვიტყვი, რომ მან პრე-სეზონზე ძალიან ცუდად ითამაშა.

სილვა, სტერლინგი, ჟესუსი, სანე, აგუერო - ამჟამად 5 ფორვარდი მყავს და ყველა მოთამაშე გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

გასული სეზონის ბოლოს და ახლა, სანე კარგ ფორმაშია შეტევის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები