ედერსონი: "მანეს კარგ სეზონს ვუსურვებ, მას შეუძლია დამშვიდდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ედერსონი: "მანეს კარგ სეზონს ვუსურვებ, მას შეუძლია დამშვიდდეს"


ედერსონი:

"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი, ედერსონი "ლივერპულის" სენეგალელ შემტევს, სადიო მანეს ამ ორ ფეხბურთელს შორის მომხდარი ინციდენტის გამო არ ადანაშაულებს.

როგორც მოგეხსენებათ, სადიო მანემ ბურთისთვის ბრძოლის დროს ედერსონს ფეხი თავში ჩაარტყა, რის გამოც პორტგალიელმა ფეხბურთელმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, ხოლო მანეს კი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

"ჩვენ მანესთან კონტაქტი გვაქვს. მან მე მესიჯი მომწერა", - აცხადებს ედერსონი.

"მას ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. მსგავსი რაღაცეები მოედანზე ხდება და ეს შესაძლოა ნებისმიერ მომენტშიც კი მოხდეს. ასე რომ, მე სადიოს ვუთხარი, რომ ამის გამო არ ეღელვა და მას კარგი სეზონი ვუსურვე.

სახეში საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღე, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს უკვე მოვახერხებ. დარტყმა ძლიერი იყო, თუმცა მე გონება არ დამიკარგავს. თამაშის გაგრძელება მსურდა, თუმცა მედიკებმა ამის უფლება არ მომცეს", - დაასრულა "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები