ვენგერი: "გიბზის წასვლა უფრო მტკინვეული იყო, ვიდრე ჩემბერლინის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი: "გიბზის წასვლა უფრო მტკინვეული იყო, ვიდრე ჩემბერლინის"


ვენგერი:
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კირან გიბზისა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის გაშვებაზე იასუბრა.

"გიბზი დიდი ოჯახის წევრი იყო. მას გაყიდვა არ უთხოვია, ეს უეცარი გადაწყვეტილება იყო. კირანი უკვე 27 წლის იყო და მას მოედანზე გასვლა უფრო ხშირად სურდა. ეს რთული გადაწყვეტილება იყო.

ჩვენ კოლაშინაცი და მონრეალი გვყავს. გუნდში 3 მარცხენა მცველის ყოფნა საჭიროებას არ მოითხოვს. მართალია, რომ გიბზთან განშორება უფრო მტკინვეული იყო, ვიდრე ჩემბერლინთან. კირანი გუნდში 10 წლის განმავლობაში იყო", - განაცხადა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ კირან გიბზი კარიერას "ვესტ ბრომვიჩში" აგრძელებს, ხოლო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი კი - "ლივერპულში".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები