სიმეონე: "ატლეტიკოს ახალ სტადიონზე არსებული ატმოსფერო ძველ რომს ან ცირკს მაგონებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "ატლეტიკოს ახალ სტადიონზე არსებული ატმოსფერო ძველ რომს ან ცირკს მაგონებს"


სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე თავისი გუნდის ახალ სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს.

"ატმოსფერო აქ, როგორც ცირკში ან ძველ რომში, ზუსტად ისეთია. გულშემატკივრები შეუჩერებლივ ყვირიან და ეს რომაულ ცირკს მაგონებს.

გუნდმა "ვანდაზე" თამაში კარგად დაიწყო. სტადიონის გამოცვლა ადვილი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ამ მოედანზე ადაპტაციას მალე გავივლით", - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ "ვანდა ნეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები