მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა დე ხეას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა დე ხეას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს


მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა დე ხეას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უახლოეს რამდენიმე კვირაში მეკარე დავიდ დე ხეასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, იტყობინება The Independent.

კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ესპანელი წინადადებას დათანხმდება, მიუხედავად მისდამი "რეალის" ინტერესისა.

"წითელი ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც დაინტერესებულია დე ხეას შენარჩუნებით და მასთან მომავალ ზაფხულს ხელშეკრულების გახანგრძლივებით.

26 წლის კიპერს, რომელიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს, მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს დე ხეას ხელში ჩაგდება გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა ტრანსფერი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაბლოკა, რომელიც გუნდის ამჟამინდელ პირველ მეკარეს, კეილორ ნავასს სრულად ენდობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები