ვილიარეალმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვილიარეალმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა


ვილიარეალმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

"ვილიარეალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა გაათავისუფლა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

52 წლის სპეციალისტთან ერთად გუნდიდან წავიდნენ მისი დამხმარეები, ხოსეპ ალკასერი და ხოსე მასკაროსი.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

ესკრიბა "ვილიარეალს" 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. 2016/17 წლების სეზონში გუნდმა ლა ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა.

რაც შეეხება ამ სეზონს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გუნდი "ხეტაფესთან" სტუმრად ანგარიშით 4:0 განადგურდა, რაც კლუბის ხელმძღვანელებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები