პოლარის სისტემამ საბურთალო-შუქურას მატჩის საუკეთესოები დააფიქსირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოლარის სისტემამ საბურთალო-შუქურას მატჩის საუკეთესოები დააფიქსირა


პოლარის სისტემამ საბურთალო-შუქურას მატჩის საუკეთესოები დააფიქსირა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ მეორედ იქნა გამოყენებული პოლარის სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა.

თავდაპირველად, დაგეგმილი იყო პოლარის სისტემის გამოყენება ტორპედო-დინამოს მატჩზე, თუმცა სფფ-ის მედიაპარტნიორ ჯიეფემ სტუდიოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პოლარი ისეთ მატჩზე დატესტილიყო, რომელიც ინტერნეტსივრცეში გადაიცემოდა, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთელთა მონაცემები პირდაპირ ეთერში ასახულიყო ეკრანზე.

საბოლოოდ, არჩევანი საბურთალო-შუქურაზე შეჩერდა: დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო თორნიკე თარხნიშვილი გახდა 11,24 კილომეტრით. მეორე შედეგი ქონდა მისივე თანაგუნდეს ნოდარ იაშვილს _ 11.18, ხოლო მესამე ასევე საბურთალოელ ლუკა ლაკვეხელიანს _ 11.02.

სპრინტების რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი ამ სამეულს ჰქონდა: იაშვილს _ 65, თარხნიშვილს _ 55, ლაკვეხელიანს _ 48.

მაქსიმალური სიჩქარით ლაკვეხელიანი გამოირჩა, რომელმაც 34,9 კმ/სთ აჩვენა, აქ მეორე შედეგი შუქურას ფეხბურტელ ალექსანდრე გურულს ჰქონდა _ 33.2 კმ/სთ, ხოლო მესამე შედეგი ასევე შუქურას ნახევარმცველ მარსელოს _ 32,3 კმ/სთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები