მილიკი წელიწად-ნახევარს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილიკი წელიწად-ნახევარს გამოტოვებს


მილიკი წელიწად-ნახევარს გამოტოვებს
"ნაპოლის" ცენტრალური თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის, ტრავმა საბოლოოდ საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და პოლონელი ფორვარდისთვის 2017 წელი დასრულებულია.

ნეაპოლური კლუბის 23 წლის შემტევმა დაზიანება იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში, "სპალთან" გასვლით შეხვედრაში (2:3), მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა.

თამაშის შემდეგ თავად არკადიუშმა აღნიშნა, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, მილიკმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და 6 თვეს გამოტოვებს.

გასული წლის ოქტომბერში მილიკმა მუხლის ჯვარედინა იოგები სერიოზულიად დაიზანა და მაშინ 4 თვის გამოტოვება მოუწია. ახლა კი მდგომარეობა უფრო მძიმეა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი არკადიუშ მილიკი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები