ვერდერი მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერდერი მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს


ვერდერი მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
ბრემენის "ვერდერის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ნურის, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ ნურის გვჯერა და მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. ასე, რომ ჩვენს კლუბში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი არ დასმულა", - აღნიშნა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა, ფრანკ ბაუმანმა.

ბრემენულმა კლუბმა ბუნდესლიგის ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და საწყისი 6 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. "ვერდერს" ჯერ თამაში არ მოუგია.

38 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "ვერდერი" 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა და ბრემენელებმა გასული სეზონი მისი ხელმძღვანელობით ჩინებულად ჩაატარეს - 45 ქულა და მერვე პოზიცია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვერდერი ალექსანდრ ნური


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები