კონტე: "იტალია მენატრება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "იტალია მენატრება"


კონტე:
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, განაცხადა, რომ სამომავლოდ იტალიაში დაბრუნებას აპირებს.

"იტალიისადმი ნოსტალგიას განვიცდი და ალბათ ამაში ეჭვი არც არავის ეპარება. საზღვარგარეთ დიდი ხნით დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ. მშვენიერი გამოცდილების მიღება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავბრუნდები.

ჩინეთი? არავითარ შემთხვევაში! ბუნდესლიგა? მომავლის წინასწარ განსაზღვრა ყოველთვის რთულია. მოდი უბრალოდ ვთქვათ, რომ მწვრთნელობა დროებითი სამუშაოა.

ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ მე შინაგანი სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე დავიხარჯო და თავის საუკეთესოდ წარმოჩენა ვცადო. იტალია, რომ მენატრება, ეს ფაქტია.

ჩვენ უფრო ძლიერები ვართ თუ ინგლისელი მწვრთნელები? არ ვიცი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრემიერ ლიგაში თითქმის არცერთი ინგლისელი სპეციალისტი არ მუშაობს", - განაცხადა კონტემ.

48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს სამშობლოში დაიწყო და სახელი ტურინის "იუვენტუსის" აღზევებით გაითქვა. 2011-14 წლებში კონტემ "იუვეს" ძველი დიდება დაუბრუნა, შემდეგ ორი წელი იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და ევრო 2016-ზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

2016 წლის ზაფხულს კი კონტემ იტალიის ფარგლები პირველად დატოვა და "ჩელსი" ჩაიბარა, რომელსაც სადებიუტო სეზონშივე ინგლისის პრემიერ ლიგა მოაგებინა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები