რომას მორენო გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას მორენო გამოაკლდა


რომას მორენო გამოაკლდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო თამაშის წინ "რომამ" ცენტრალური მცველი, ექტორ მორენო, დაკარგა.

რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 29 წლის მექსიკელმა გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ბარძაყის დაზიანება მიიღო და აზერბაიჯანში არ გაემგზავრება.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად "ყარაბახს" დაუპირისპირდება. მატჩი ოთხშაბათს ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ექტორ მორენო "რომამ" ამ ზაფხულს "პსვ-დან" დაიმატა და მექსიკელმა სერია ა-ში ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ექტორ მორენო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები