ცორკი: "ობამეიანგი მთლიანად დორტმუნდისთვისაა სასარგებლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცორკი: "ობამეიანგი მთლიანად დორტმუნდისთვისაა სასარგებლო"


ცორკი:

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, გუნდისათვის პიერ-ემერიკ ობამეიანგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ობამეიანგი არამხოლოდ "ბორუსიასთვის", არამედ გუნდის ქომაგებისთვისა და მთელი ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ძალიან მიყვარს.

შესაძლოა, ზოგჯერ პიერ-ემერიკი საკმაოდ ექსტრაორდინალურად იცვამს, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია. ძალიან მიხარია, რომ ის "ბორუსიაში" დარჩა", - განაცხადა ცორკმა.

28 წლის გაბონელი "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირი და შეტევების ლიდერია, რომელსაც ამ ზაფხულს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ მაინც "სიგნალ იდუნა პარკზე" დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები