კურიოზი: ვალენსიას მწვრთნელმა გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურიოზი: ვალენსიას მწვრთნელმა გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო [VIDEO]


კურიოზი: ვალენსიას მწვრთნელმა გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო [VIDEO]
ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში, "რეალ სოსიედადსა" და "ვალენსიას" შორის, კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.

"ღამურებმა" საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გასვლაზე 3:2 მოიგეს და სიმონე ძაძას გამარჯვების მომტანი გოლი "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიო ტორალმა, ზედმეტად ემოციურად აღნიშნა.

52 წლის ესპანელმა სპეციალისტმა მარცხენა ფეხის ზედა ბარძაყის კუნთი დაიჭიმა და სამწვრთნელო სკამზე კოჭლობით დაჯდა.



მარსელინიო ტორალს ტკივილმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დროსაც შეახსენა თავი და ესპანელმა ამის შესახებ ისაუბრა: "ჯერჯერობით დაზიანება მხოლოდ მე მივიღე, რაც პრობლემა არ არის, ვინაიდან მწვრთნელი ვარ. კუნთი საკმაოდ ძლიერად დავიჭიმე. ასეთ სიტუაციებში თავი უკეთ უნდა ვაკონტროლო."

ლა ლიგის საწყისი 6 ტურის შემდეგ "ვალენსიას" 12 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვალენსია მარსელინიო ტორალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები