აგენტები ალისთვის იბრძვიან და ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლას ჰპირდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტები ალისთვის იბრძვიან და ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლას ჰპირდებიან


აგენტები ალისთვის იბრძვიან და ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლას ჰპირდებიან

არც თუ ისე ადრე ალიმ თავის წარმომადგენლებთან (კომპანია Impact Sports Management) თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამ ეტაპზე, ფეხბურთელი აგენტის ძიებაშია და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდათ საკმაოდ წარმატებული ბიზნესის "ზვიგენებს".

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ალისთან თანამშრომლობა სურთ ჟორჟე მენდეშსა და მინო რაიოლას, ამიტომაც ორივე მათგანი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დელეს "რეალში" ან თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს ჰპირდებიან.

ასე და ამგვარად, ალი ახლა საკმაოდ რთული არჩევნის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე დელე "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგის ეგიდით "ვესტ ჰემის" დამარცხებაში დაეხმარა - 3:2.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები