ინტერს, მანჩესტერსა და არსენალს ლუკას მოურას შეძენა სურთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერს, მანჩესტერსა და არსენალს ლუკას მოურას შეძენა სურთ


ინტერს, მანჩესტერსა და არსენალს ლუკას მოურას შეძენა სურთ

"პსჟ"-ში კილიან მბაპესა და ნეიმარის მისვლის შემდეგ ლუკასს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ეძლევა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ლიგა 1-ში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

მიუხედავად გუნდის სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსისა, მოურას ხელში ჩაგდება რამდენიმე ევროპულ ტოპ კლუბს სურს და თავად ფეხბურთელსაც უნდა სამუშაო ადგილის შეცვლა.

როგორც იტალიური Calciomercato იტყობინება, ლუკასისთვის "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" იბრძოლებენ.

მოურამ პარიზი შესაძლოა უკვე ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დატოვოს.

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერს" "არსენალის" ჰავბეკ მესუთ ოზილითაც სურს გაძლიერება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები