ვენგერი ინგლისის ლიგის თასის "გაწირვას" არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი ინგლისის ლიგის თასის "გაწირვას" არ აპირებს


ვენგერი ინგლისის ლიგის თასის
მიმდინარე სეზონში "მეთოფეებმა" ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალური სტადია უკვე დაძლიეს - ლონდონელებმა "დონკასტერ როვერსს" (1:0) სძლიეს.

გუნდის თავკაც არსენ ვენგერი თქმით, ლონდონელები ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, მიუხედავად გადატვირთული კალენდრისა.

"მსგავს ტურნირებზე ასპარეზობა გადახდას ხშირად მოითხოვს", - აცხადებს ვენგერი.

"როცა ტურნირის შორეულ სტადიამდე მიდიხარ, სადაც უკვე ორ მატჩს თამაშობ - შეხვედრები ძალიან ბევრია, რადგან ინგლისის თასზე და პრემიერ ლიგაშიც გიწევს თამაში. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელების დაკარგვის რისკი არსებობს".

"მიუხედავად ამისა და იმ ზეწოლისა, რომელსაც ახლა ყველა კლუბი განიცდის, არცერთი შესაძლო ტიტულის "გაწირვა" არ შეიძლება", - მიიჩნევს არსენი.

ლიგის თასის 1/8 ფინალში "არსენალი" "ნორვიჩს" დაუპირისპირდება.

აქამდე ვენგერმა დაიჩივლა, რომ ჩემპიონთა ლიგა ნაკლებად საინტერესო გახდა, სადაც ამ სეზონში "მეთოფეები" მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები