პსჟ-ს კავანისთვის თანხა არ შეუთავაზებია იმისათვის, რათა ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ს კავანისთვის თანხა არ შეუთავაზებია იმისათვის, რათა ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს


პსჟ-ს კავანისთვის თანხა არ შეუთავაზებია იმისათვის, რათა ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ედინსონ კავანისა და ნეიმარს შორის თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლების გამო კონფლიქტი წარმოიშვა. საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, პენალტი ურუგვაელმა დაარტყა, თუმცა ვერ გაიტანა.

ვითომდა, საქმე იმას ეხებოდა, რომ კავანის ბონუსს დაჰპირდნენ, თუ იგი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. ესპანური გამოცემა El Pais წერდა, რომ კლუბი ედინსონს ნებისმიერ შემთხვევაში დაურიცხავდა ამ თანხას, ოღონდ ნეიმარისთვის პენალტების შესრულების უფლება უნდა დაეთმო.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა.

დღეს კი პარიზულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში "პსჟ"-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.

უნდა აღინიშნოს - ნეიმარმა საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, გუნდის მცველმა, დანი ალვეშმა კი ვახშამიც კი მოაწყო, რათა თანაგუნდელები შეერიგებინა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები