ვილიარეალი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვილიარეალი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ჩაიბარა


ვილიარეალი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ჩაიბარა
მოგეხსენებათ, "ვილიარეალმა" დღეს მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა და მისი დამხმარეები გაათავისუფლა. კლუბის ხელმძღვანელებისთვის ბოლო წვეთი ლა ლიგის ახალწვეულ "ხეტაფესთან" ანგარიშით 0:4 განადგურება აღმოჩნდა.

კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ გუნდის ახალი თავკაცი ხავიერ კალიეხა გახდება. 39 წლის სპეციალისტი ფეხბურთელობისას "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ღირსებას 1999 წლიდან 2006 წლამდე იცავდა.

"ვილიარეალში" შეთანხმების არანაირ დეტალზე არ ავრცელებენ ინფორმაციას.

ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ექვსი ტურია გასული და "ყვითლების" აქტივში მხოლოდ 7 ქულაა - გუნდი მე-14 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები