ბენტეკე მინიმუმ ექვს კვირას იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენტეკე მინიმუმ ექვს კვირას იუქმებს


ბენტეკე მინიმუმ ექვს კვირას იუქმებს
"კრისტალ პალასის" თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ მატჩში მუხლი დაიზიანა.

ბელგიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და დადგინდა, რომ აღდგენითი პროცესები არანაკლებ ექვს კვირას გასტანს.

"კრისტალ პალასმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ექვსივე მატჩი წააგო და ერთი გოლიც კი არ გაუტანია.

ბენტეკე წაგებულ ექვსივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები