პსჟ-მ ტრანსფერზე 8 ფეხბურთელი დააყენა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-მ ტრანსფერზე 8 ფეხბურთელი დააყენა!


პსჟ-მ ტრანსფერზე 8 ფეხბურთელი დააყენა!

მოგეხსენებათ, უეფა "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას "დაჰპირდა", თუ კლუბს ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებით პრობლემები ექნება, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

ამიტომაც პარიზელთა გენერალურმა დირექტორმა, ჟან-კლოდ ბლანმა კლუბის რვა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა: ანხელ დი მარია, ხავიერ პასტორე, ლუკას მოურა, იულიან დრაქსლერი, ჰატემ ბენ არფა, ტიაგო სილვა, ბლეზ მატუიდი და სერჟ ორიე. მათგან ორი უკანასკნელი უკვე გაიყიდა (მატუიდი "იუვენტუსში", ორიე "ტოტენჰემში").

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-მ "ბარსელონადან" ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

გარდა ამისა, პარიზულმა კლუბმა "მონაკოდან" კილიან მბაპე ინათხოვრა - მომავალ ზაფხულს გუნდს 18 წლის ფრანგის კონტრაქტის შესყიდვა 180 მილიონად შეეძლება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები