ჰამანი: "ანჩელოტი ბაიერნში ყველაზე უმწეო არსებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამანი: "ანჩელოტი ბაიერნში ყველაზე უმწეო არსებაა"


ჰამანი:

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, "რეკორდმაისტერში" არსებული სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

"ვფიქრობ, ანჩელოტი "ბაიერნში" ყველაზე უმწეო არსებაა. მიუნხენური კლუბი ახლა ერთი ხმით არ ლაპარაკობს და აშკარაა, რომ პრობლემა ხელმძღვანელობიდან მოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი მწვრთნელზე ტყდება.

კარლოს ზედამხედველობიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ვგრძნობ, რომ ეს მის სამუშაოს კიდევ უფრო ართულებს. ეს სუსტი და არასტაბილური თამაშიც სწორედ კლუბში არსებული დისონანსის შედეგია.

როდესაც გუნდიც ხდევა, რომ მთავარ მწვრთნელს ხელმძღვანელები მხარს ვერ ან არ უჭერენ, ეს მოთამაშეებზეც ცუდად აისახება და შესაძლოა გუნდი უბრალოდ ჩამოიშალოს.

გუნდიდან გამოცდილი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ახალი სტრუქტურაა ჩამოსაყალიბებელი და "ბაიერნი" დიდი ხანია ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა. ეს "ბაიერნი" ჯოვანი ტრაპატონის დროინდელ გუნდს მაგონებს, როდესაც შოლის, ბასლერისა და შტრუნცის სახით გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშე იყო, რომელთან მუშაობაც საკმაოდ რთული გახლდათ", - აღნიშნა დიდი ჰამანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები