იუვენტუსის პრეზიდენტი ფეხბურთიდან მოკვეთეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის პრეზიდენტი ფეხბურთიდან მოკვეთეს


იუვენტუსის პრეზიდენტი ფეხბურთიდან მოკვეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, 1 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

იტალიური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ანიელის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე კვირის წინ გახსნა. ანდრეას ბილეთების გაყალბება და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი დაბრალდა.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანდრეა ანიელი ფეხბურთიდან უახლოესი 1 წლით მოიკვეთა და აგრეთვე, იტალიელს 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევს ჯარიმის სახით.

ანდრეა ანიელი ტურინულ გრანდს 2010 წლიდან მოყოლებული მართავს, ამ ზაფხულს კი ევროპული კლუბების ასოციციიას პრეზიდენტიც გახდა, მაგრამ ახლა იძულებითი პაუზის აღება მოუწევს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ანდრეა ანიელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები