ნერლინგერმა ბაიერნისთვის იდეალური 3 მწვრთნელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნერლინგერმა ბაიერნისთვის იდეალური 3 მწვრთნელი დაასახელა


ნერლინგერმა ბაიერნისთვის იდეალური 3 მწვრთნელი დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ნერლინგერმა, მიმდინარე სეზონის სტარტზე "რეკორდმაისტერის" თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდს მწვრთნელის ხელი აკლია.

"დაცვის ხაზში კოორდინაციის პრობლემებია, ხოლო შეტევაში - მეტოქის საჯარიმოში შეღწევის. თუმცა "ბაიერნის" მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდი თავის მაქსიმუმს არ აჩვენებს.

საიდან დაიწყო "ჰოფენჰაიმის" აღმასვლა? ისინი გადარჩენისათვის იბრძოდნენ, მაგრამ წელში გაიმართნენ და ახლა ოთხეულისთვის იბრძვიან. "ბაიერნს" ახლა სწორედ ისეთი მონდომებული და ენერგიული მწვრთნელი სჭირდება, როგორიც იულიან ნაგელსმანია.

გარდა ამისა, რალფ ჰაზენჰიუტლი და იურგენ კლოპიც მშვენიერი კანდიდატები არიან. "ბაიერნს" სამომავლოდ რამდენიმე ალტერნატივა აქვს", - აღნიშნა ნერლინგერმა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა მიმდინარე კამპანია მართლაც არასტაბილურად დაიწყო და ბუნდესლიგი საწყისი 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზე იმყოფება.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები