ნოიერის მორიგი ტრავმის მიზეზი არასწორი მკურნალობა იყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნოიერის მორიგი ტრავმის მიზეზი არასწორი მკურნალობა იყო


ნოიერის მორიგი ტრავმის მიზეზი არასწორი მკურნალობა იყო
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპეტმა, კლაუს ედერმა, მანუელ ნოიერის განმეორებითი ტრავმის გამო მიუნხენის "ბაიერნის" სამედიცინო პერსონალი გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, ყველა მხარისათვის ნათელი იყო, რომ ტრავმის შემდეგ ფეხზე თაბაშირის ეგრევე ხრახნით დამაგრება არასწორი მეთოდი იყო.

თუმცა მთელი კლუბი, გუნდი და სამედიცინო პერსონალი სერიოზული წნეხის ქვეშ იყო, ვინაიდან მთავარი მიზანი ნოიერის რაც შეიძლება სწრაფი რეაბილიტაცია გახლდათ.

თუმცა ახლა ნოიერს იმის საშუალება აქვს, რომ მშვიდად გამოჯანმრთელდეს და ყოველგვარი რისკის გარეშე გაიაროს რეაბილიტაცია", - აღნიშნა ედერმა.

31 წლის გერმანელმა გასული სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ თამაშში მადრიდის "რეალთან" (2:4), მარცხენა ფეხის ტერფი მოიტეხა და რამდენიმე თვე გამოტოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები