ბაიერნს ალაბა და ტიაგო დაუბრუნდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნს ალაბა და ტიაგო დაუბრუნდნენ


ბაიერნს ალაბა და ტიაგო დაუბრუნდნენ

მიუნხენის "ბაიერნს" "პარი სენ ჟერმენთან" თამაშის წინ ორი წამყვანი მოთამაშე, დავიდ ალაბა და ტიაგო ალკანტარა, დაუბრუნდნენ.

25 წლის ავსტრიელმა ვარჯიშები ჯერ კიდევ წინა კვირას აღადგინა, დღეს კი "რეკორდმაისტერს" ესპანელი ნახევარმცველიც შეუერთდა და ორივემ სრული დატვირთვით იმუშავა.

ალაბა "ბაიერნს" ბოლო 3 კვირის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა, ტიაგომ კი ბუნდესლიგის წინა ტურის მატჩი, შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ (2:2), გამოტოვა, მაგრამ უკვე მომჯობინდა.

ოთხშაბათს "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად "პარი სენ ჟერმენს" შეხვდება და ალაბა და ტიაგო ამ თამაშისთვის მზად იქნებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები