ბაიერნს კეიტას გაფორმება შეეძლო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნს კეიტას გაფორმება შეეძლო


ბაიერნს კეიტას გაფორმება შეეძლო
"ლაიფციგის" ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, ამ ზაფხულს შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე გამხდარიყო.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ კლუბები კეიტას ტრანსფერზე 2018 წლის ზაფხულისთვის შეთანხმდნენ, მაგრამ "ლაიფციგმა" სატრანსფერო ღირებულება ანუ 55 მილიონი ევრო წინასწარ ამ ზაფხულს მოითხოვა, რაზეც "ბაიერნმა" უარი განაცხადა.

გარდა ამისა, გერმანული გრანდის მესვეურები კეიტას კუნთის პრობლემებმაც დააფრთხო, ვინაიდან იყო იმის ალბათობა, რომ ნაბის სეზონის გარკვეული ნაწილი გამოეტოვებინა და "ბაიერნში" გადასვლამდე ფორმიდან ამოვარდნილიყო. სწორედ ამიტომ მიუნხენელებმა თანხის წინასწარდ გადარიცხვაზე უარი თქვეს.

საბოლოოდ კი "ლაიფციგის" მოთხოვნა "ლივერპულმა" დააკმაყოფილა, რომელმაც ერთი წლით ადრე "ხარებს" 55 კი არა 70 მილიონი ევრო დაურიცხა და ნაბი კეიტას გაისად ოფიციალურად დაიმატებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიტრანსფერები ნაბი კეიტა


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები