კიმიხი: "ნეიმარის არ მეშინია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიმიხი: "ნეიმარის არ მეშინია!"


კიმიხი:
მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი, იოზუა კიმიხი, "პარი სენ ჟერმენთან" მატჩს სულმოუთმენლად ელის და ნეიმართან დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელის.

"ვოლფსბურგთან" თამაშის შემდეგ იდეალურ განწყობაზე ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ახლა საკუთარი ენერგიის გადატვირთვა და პარიზში საუკეთესო თამაშის ჩვენება უნდა ვცადოთ.

ნეიმარის არ მეშინია! ის ერთ-ერთზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან დაპირისპირებას სულმოუთმენლად ველი. ყოველდღიურად ვარჯიშებზე სწორედ ასეთი მატჩებისთვის მუშაობ და შრომობ, ამიტომ მხოლოდ წინ უნდა იყურო, შიშის ადგილი უბრალოდ არ არის.

ფეხბურთელი იმისთვის ხდები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშო. ეს ჩემთვის გამოწვევაა და არა საფრთხე", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიპსჟ იოზუა კიმიხი ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები