მონტელა: "მილანი კრიტიკას იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "მილანი კრიტიკას იმსახურებს"


მონტელა:
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, ბოლო პერიოდში მისი გუნდისადმი წამოსული კრიტიკის ტალღა გამართლებულად მიიჩნია.

"ვფიქრობ, კრიტიკა სავსებით ლოგიკურია და "მილანმა" ეს დაიმსახურა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ "როსონერიმ" საკუთარი დონის შეუფერებლად ითამაშა. ჩემი მიზანი კი ისაა, რომ ამის მიზეზი გავარკვიოთ.

ჩვენ ჯერ ხელმძღვანელობას, შემდეგ კი მოთამაშეებს გავესაუბრებით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ თავიდანვე გამარჯვებების მოპოვება რთულია, მაგრამ უნდა მოვუმატოთ", - განაცხადა მონტელამ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში მილანური გრანდი სტუმრად "სამპდორიასთან" 0:2 დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები