16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხეს


16 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხეს

საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და 5:2 დაამარცხა მეტოქე.

ზვიად ჯელაძის შეგირდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, ორი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ჩვენი გუნდიდან გოლებით გიორგი ომარაშვილი, ზურაბ ერაძე, ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე (ორჯერ) გამოირჩნენ.

მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

კაპანაძე, დევდარიანი (კვარაცხელია 50), ერაძე (კონიაშვილი 77), ტეფნაძე (კოკაია 41), მამაცაშვილი, ტალახაძე (ოსიყმაშვილი 77), მორჩილაძე, ოგბაიძე (სანებლიძე 50), თოხაძე (არველაძე 77), აბუაშვილი (ტორონჯაძე 70), ომარაშვილი.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდე ნაკრებები 27 სექტემბერს, 16 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები