ზვიად კუპატაძე: "ერთი რაც ვიცი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად თავს დადებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზვიად კუპატაძე: "ერთი რაც ვიცი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად თავს დადებს"


ზვიად კუპატაძე:

საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების წინ, კომენტარი ჩვენი ნაკრების მეკარემ ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

მოგეხსენებათ, გამოცდილი კიპერი საქართველოს ნაკრებს პირველ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

"პირველი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, გუნდი მზად არის იმისთვის, რომ განმეორებით მატჩში სასურველი შედეგი დააფიქსიროს.

ყველაფერი ჩვენს ხელშია. გუნდს სებისკვერაძე, ჭანუყვაძე და კუპატაძე დაუბრუნდნენ. ჩვენი ტაქტიკური აღჭურვილობით, შევეცდებით მეტოქის დამარცხებას.

ერთი, რაც ვიცი ისაა, რომ ამ მატჩში თავს დავდებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ მოსაგებად", - აცხადებს კუპატაძე.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები