სამტრედია გია ცეცაძემ დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამტრედია გია ცეცაძემ დატოვა


სამტრედია გია ცეცაძემ დატოვა

საფეხბურთო კლუბ სამტრედიას პრესსამსახურის განცხადებით, იმერულ კლუბს გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის.

_ 2015 წლიდან დღემდე, მე-2 საპრიზო ადგილი, შემდეგ საქართველოს ჩემპიონობა, სუპერ თასი და წარმატებული ასპარეზობა ეროვნული ლიგის 3 წრის განმავლობაში. ასეთი გახლავთ გიორგი ცეცაძის კარიერა საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელი კლუბს ოფიციალურად დღეს ტოვებს, სამტრედიის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია მას მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის და უსურვებს წარმატებასა და კარიერულ წინსვლას, _ წერია კლუბის განცხადებაში.

რაც შეეხება ახალი მწვრთნელის ვინაობას, კლუბი ხვალისთვის აანონსებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები