ზიდანი დორტმუნდზე: "ამ სტადიონზე რეალს არასდროს გაუმარჯვია და ეს დიდი გამოწვევაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი დორტმუნდზე: "ამ სტადიონზე რეალს არასდროს გაუმარჯვია და ეს დიდი გამოწვევაა"


ზიდანი დორტმუნდზე:

ზინედინ ზიდანმა "დორტმუნდთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალი" გერმანულ გუნდს სტუმრად ხვდება.

"გუნდი კარგ განწყობაზეა. ლა ლიგაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ვბრუნდებით.

ვიცი, რომ "სიგნალ იდუნა პარკზე" თამაში ძალიან რთულია. "რეალს" აქ ისტორიაში არასდროს გაუმარჯვია და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.

ჩემი მიზანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და საერთო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდეს.

კაზემირო? ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ისეთივე იყოს, როგორებიც მაკელელე და დეშამი იყვნენ", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები