გიოტცემ რეალი გააფრთხილა: "ორი ლიგა მოიგეს, თუმცა ეს ახალი სეზონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიოტცემ რეალი გააფრთხილა: "ორი ლიგა მოიგეს, თუმცა ეს ახალი სეზონია"


გიოტცემ რეალი გააფრთხილა:

"რეალთან" შეხვედრის წინ მარიო გიოტცემ ისაუბრა.

დღეს, 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სამეფო კლუბი" "დორტმუნდს" სტუმრად ხვდება.

"რეალს" ადრეც შევხვდით და მახსოვს, რომ საკმაოდ კარგი თამაშები გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ "სამეფო კლუბს" კვლავ დავუპირისპირდით.

"დორტმუნდი" სახლში თამაშობს და ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა გამოვა.

რა შეასრულებს მთავარ როლს მატჩში? კარგი შეკითხვაა, ეს რომ ვიცოდე უფრო ადვილი იქნებოდა თამაშის ბედის გადაწყვეტა. ველით, რომ საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება.

"რეალს" პატივს ვცემ, მათ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა ეს ახალი სეზონია და "დორტმუნდი" კარგ ფორმაშია", - განაცხადა გიოტცემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები