ანრი: "პრემიერ ლიგაში მსოფლიო დონის მხოლოდ ერთი თავდამსხმელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანრი: "პრემიერ ლიგაში მსოფლიო დონის მხოლოდ ერთი თავდამსხმელია"


ანრი:
ლონდონის "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი და ამ დროისთვის Sky Sports-ის ერთ-ერთი ექსპერტი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი თავდამსხმელია მსოფლიო დონის.

"ინგლისში მსოფლიო დონის თავდამსხმელი მხოლოდ სერხიო აგუეროა. ის არის მოთამაშე, რომელიც უკვე წლებია, რაც თავისი კლასის დემონსტრირებას სტაბილურად ახდენს. აგუერომ ლიგა მოიგო და თავისი დონე ადრეც გვაჩვენა.

ლუკაკუ ჯერ ახლა გადავიდა "მანჩესტერში" და გოლების გატანა დაიწყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია და მას დასამტკიცებელი კიდევ ძალიან ბევრი აქვს", - განაცხადა ტიერი ანრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები