ვენგერი: "ლივერპულთან 4:0 მარცხის შემდეგ, რთული იყო ჩვენს თავში ძალების პოვნა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი: "ლივერპულთან 4:0 მარცხის შემდეგ, რთული იყო ჩვენს თავში ძალების პოვნა"


ვენგერი:

"არსენალისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, კომენტარი მეთოფეთა თავკაცმა არსენ ვენგერმა გააკეთა.

"ლაკაზეტი მხოლოდ გოლების გამტანი არ არის. მთელი მატჩის განმავლობაში, ის გუნდისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს.

ლივერპულთან წაგებული 4:0 მატჩის შემდეგ, რთული იყო, საკუთარ თავში ძალები გვეპოვნა,თუმცა ეს შევძელით და ვცდილობთ, ასე გავაგრძელოთ", - აცხადებს ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში ლონდონელთა მხრიდან ორივე გოლი ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები