დუგლას კოშტა: "იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დუგლას კოშტა: "იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"


დუგლას კოშტა:

ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი შემტევი დუგლას კოშტა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს და დიდი კონკურენციაა, იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც შეუძლია.

პირველი შეხვედრა ბარსელონასთან წავაგეთ, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ და მზად ვიყოთ ასეთი დონის გუნდებთან შესახვედრად", - აცხადებს კოშტა.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩს ტურინელები შინ, "ოლიმპიაკოსთან" გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები