ვან ბრონხოსტი: "ფეინოორდს გარისკვის უფლება არ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან ბრონხოსტი: "ფეინოორდს გარისკვის უფლება არ აქვს"


ვან ბრონხოსტი:

"ფეინოორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი ვან ბრონხოსტმა, "ნაპოლისთან" დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ნაპოლი" საკმაოდ მაღალ პრესინგს მიმართავს, ამიტომ რისკზე წასვლის უფლება არ გვაქვს. კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ.

"ნაპოლი" კარგ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდის მოთამაშეები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და კარგად კომბინირებენ. ეს მაურიციო სარის დამსახურებაა.

"ნაპოლის" თამაშისთვის თვალ-ყურის დევნება მომწონს. წინ მშვენიერი მატჩი გველის", - განაცხადა 42 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

როტერდამული კლუბი "ნაპოლის" სტუმრად დღეს საღამოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჯოვანი ვან ბრონხოსტი ფეინოორდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები