ტარდელი: "დიბალასგან მეტს ველი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტარდელი: "დიბალასგან მეტს ველი"


ტარდელი:

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მარკო ტარდელიმ, განაცხადა, რომ პაულო დიბალასგან უფრო მეტს ელის.

"დიბალა სერიოზულად განვითარდა და ახლა ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ მისგან კიდევ უფრო მეტს ველი.

ორი აზრი არ არსებობს, რომ პაულო დიდებული მოთამაშეა, მაგრამ იმისათვის, რომ ლიონელ მესის გაუტოლდე, საკუთარი გუნდი არამხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე შორს უნდა გაიყვანო", - აღნიშნა 62 წლის იტალიელმა.

პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონი ფენომენალურად დაიწყო. სერია ა-ს საწყის 6 ტურში არგენტინელმა 10 ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები