შევჩენკო: "მორატამ მსოფლიოს ყველაზე რთულ ლიგაში ადაპტაცია ადვილად გაიარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკო: "მორატამ მსოფლიოს ყველაზე რთულ ლიგაში ადაპტაცია ადვილად გაიარა"


შევჩენკო:

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსმხლმა, ანდრეი შევჩენკომ "არისტოკრატების" ახალწვეულზე, ალვარო მორატაზე ისაუბრა.

"მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც მორატა ლონდონის "ჩელსიში" აკეთებს. ის ძალიან კარგად გამოიყურება.

პრემიერ ლიგა - მსოფლიოში ყველაზე რთული ლიგაა, განსაკუთრებით თავდამსხმელებისთვის. ინგლისში ფეხბურთი ძალიან სწრაფია და ფიზიკურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მიუხედავად ამისა, მორატამ პრემიერ ლიგაში ადაპტაცია ადვილად გაიარა და თუ სტაბილურობას შეინარჩუნებს, ის პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვისაც იბრძოლებს", - განაცხადა ანდრეი შევჩენკომ.

მორატამ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები