ბიურკი: "რეალს ბორუსიას დამარცხება ძალიან გაუჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბიურკი: "რეალს ბორუსიას დამარცხება ძალიან გაუჭირდება"


ბიურკი:

დორტმუნდის "ბორუსიას" გოლკიპერი, რომან ბიურკი მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალს" დღეს საღამოს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

"მადრიდის "რეალს" "ბორუსიას" საკუთარი ქომაგების თვალწინ დამარცხება ძალიან გაუჭირდება და ეს აშკარაა.

საკუთარი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე თავს მართლაც ძალიან კარგად ვგრძნობთ. ისინი გვაიძულებენ, რომ უკეთ ვითამაშოთ, განსაკუთრებით ძლიერ გუნდებთან თამაშის დროს", - აღნიშნა შვეიცარიელმა მეკარემ.

დორტმუნდელებმა პირველ ტურში "ტოტენჰემთან" გასვლაზე 1:3 წააგეს, ამიტომ დღეს ორმაგად მოტივირებულები იქნებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია რომან ბიურკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები