ჟარდიმი: "მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს"


ჟარდიმი:

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი, "პორტუსთან" დღევანდელ თამაშს საკმაოდ სერიოზულად უდგება.

"პორტუ" ფანტასტიკური გუნდია, რომელიც უკვე რამდენიმე ტურია ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს. ამ გუნდს ბევრი კარგი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ძალიან მომწონს. ამ მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს.

არამგონია, რომ "ბეშიქთაშთან" მარცხის მიზეზი პორტუალიური კლუბის სათამაშო სქემა ყოფილიყო. "პორტუ" ორი თავდამსხმელით თამაშობდა, მაგრამ ჩვენ გასულ სეზონში ასევე ორი ფორვარდით ვმოქმედებდით და ნახევარფინალამდე მივედით", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მონაკოელები "პორტუს" საკუთარ მოედანზე მიიღებენ და "ლაიფციგთან" ფრის (1:1) შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო პორტუ ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები