ბოში: "ესპანური კლუბების დომინაცია შესაძლოა ამ სეზონში შეწყდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "ესპანური კლუბების დომინაცია შესაძლოა ამ სეზონში შეწყდეს"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, მადრიდის "რეალთან" თამაშის წინ ესპანური კლუბების დომინაციაზეც ისაუბრა.

"მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებით სიამოვნებას ვიღებ. მათ ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ და სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ. ეს ზიდანის ერთგვარი მახასიათებელია.

განვახორციელებთ თუ არა მაღალ პრესინგს? შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში მეტოქის დონის შესაფერისი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ესპანური კლუბები ევროპაში დომინირებდნენ, მაგრამ ეს შესაძლოა უკვე ამ სეზონში შეწყდეს", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ უკვე 4 წელია ჩემპიონთა ლიგის ტიტული ესპანეთში მიდის. 2014, 2016 და 2017 წლებში ტურნირი მადრიდის "რეალმა" მოიგო, ხოლო 2015 წელს - "ბარსელონამ."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები