ევერტონი კავანით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევერტონი კავანით დაინტერესდა


ევერტონი კავანით დაინტერესდა
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ბრიტანული გამოცემა "The Sun" იტყობინება, რომ გამოცდილი ურუგვაელის გადაბირება "ევერტონს" სურს, რომელიც კავანის ტრანსფერზე ზამთარში იმუშავებს.

ლივერპულული კლუბი კავანის რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავს, რომელმაც გუნდი ამ ზაფხულს დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

"პსჟ-ს" ცენტრალურ თავდამსხმელს ნეიმართან უთანხმოების ნიადაგზე კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და შესაძლოა ეს უკვე იანვარში მოხდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები