გვარდიოლა: "ნაპოლი 5 საუკეთესო გუნდს შორისაა"
თარიღი: სექტემბერი 26, 2017, 19:49
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი თამაშის წინ "ნაპოლი" შეაქო.
"დონეცკის "შახტართან" თამაში მარტივი არ იქნება, რადგან მათ დაამარცეს გუნდი, რომელიც ახლა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.
"ნაპოლი" ევროპის სამ, ოთხ ან მაქსიმუმ ხუთ საუკეთესო გუნდს შორისაა, რასაც შედეგებიც მოწმობს - ისინი იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ. ეს გუნდი კი "შახტარმა" დაამარცხა", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მანჩესტერული კლუბი დღეს საკუთარ მოედანზე "შახტარს" მიიღებს. უკრაინულმა კლუბმა პირველ ტურში "ნაპოლი" შინ 2:0 დაამარცხა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE