ვიალი: "იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვიალი: "იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა"


ვიალი:

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ჯანლუკა ვიალი, მიიჩნევს, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა.

"ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის მოგების 8 კანდიდატია. ვფიქრობ, ამ თასის მოპოვება "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "იუვენტუსს", "ჩელსის", "ბაიერნს", "ბარსელონას", "რეალსა" და "პსჟ-ს" შეუძლიათ.

"იუვენტუსმა" ბოლო 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ ითამაშა და სამწუხაროდ, ორივეჯერ უკანასკნელი ნაბიჯი დააკლდა. ახლა კი მათ ფინალში გასვლას ნაკლებად ელიან, ამიტომ ტურინელებზე ზეწოლაც შემსუბუქებული იქნება.

ვფიქრობ, "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა და ახლა ტურინელები სწორედ ამ მიზნისაკენ მიიწევენ", - აღნიშნა ვიალიმ.

ტურინულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბოლოს 1996 წელს მოიგო და მას შემდეგ ზედიზედ 5 ფინალი (1997, 1998, 2003, 2015 და 2017) წააგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუკა ვიალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები