ემერი: "ასეთი მატჩები გვჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "ასეთი მატჩები გვჭირდება"


ემერი:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ეს სწორედ ის თამაშია, რომელიც გვინდა. მეტოქე დიდი კლუბია, დიდი ისტორიით. "ბაიერნი" არის გუნდი, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.

ხვალ გვინდა, რომ ჩვენი ამჟამინდელი დონე გამოვავლინოთ და განვითარების ეტაპი გავაგრძელოთ. ჩვენ სწორედ "ბაიერნისნაირ" გუნდებთან თამაში გვჭირდება.

ჩვენ საკუთარ ძალებზე ვაპირებთ აქცენტის გაკეთებას. "პსჟ-მ" უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. ახლა უფრო მეტი მტერი გვყავს, ვინაიდან უფრო მეტი შეგვიძლია, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა, ამიტომ ხვალ კარგი თამაში და სათანადო შედეგის მოპოვება მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ფრანგული კლუბი "რეკორდმაისტერს" ხვალ საღამოს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები